ვოლსკი მოსამართლეობის კანდიდატებზე: პარლამენტში მოსალოდნელია, საკმაოდ ცხელი პოლემიკა

​ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის მიერ დასამტკიცებელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე საუბრისას.

​”ანტიკონსტიტუციური მოქმედებებით 2012 წელს რასაც გვთავაზობდნენ, ქვეყანა ვერაფერ სარგებელს ვერ მიიღებდა, პირიქით დაზარალდებოდა. ეს არის სასამართლო, რაც გვაქვს. ვფიქრობ, ამ სასამართლომ უნდა გაამართლოს ის მოლოდინი, რაც ჩვენ ყველას გაგვაჩნია. კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, ამაზე პოლემიკა იქნება და მოსალოდნელია, საკმაოდ ცხელი პოლემიკა.”-განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით მოსალოდნელია, ამ თემაზე სერიოზული პოლიტიკური პოლემიკა, მაგრამ მთავარია, რომ მიღებულია საერთაშორისო სტანდარტის კანონი, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის საკმად დახვეწილ პრინციპებს გვთავაზობს.

“ჩვენი სასამართლოს შეფასება საკმაოდ დადებითია საერთაშორისო რეიტინგებში, ძალიან წინ არის და მესამე, რაც მთავარია არის მოცემულობა, სასამართლო ის სასამართლოა, რაც გვაქვს. ანტიკონსტიტუციური მოქმედებებით 2012 წელს რასაც გვთავაზობდნენ, ქვეყანა ვერაფერ სარგებელს ვერ მიიღებდა, პირიქით დაზარალდებოდა. ეს არის სასამართლო, რაც გვაქვს. ვფიქრობ, ამ სასამართლომ უნდა გაამართლოს ის მოლოდინი, რაც ჩვენ ყველას გაგვაჩნია. კონკრეტულ გვარებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, ამაზე პოლემიკა იქნება და მოსალოდნელია, საკმაოდ ცხელი პოლემიკა”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსნებთ, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა დღეს იგეგმება.

სამუშაო ჯგუფი მოსამართლეობის კანდიდატების კანონმდებლობასთან შესაბამისობას დაადგენს, იურიდიული საკითხთა კომიტეტი კი, საჯარო სხდომაზე თითოეულ კანდიდატს მოუსმენს. ასევე კანდიდატები დეპუტატთა კითხვებს უპასუხებენ.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი უნდა დაამტკიცოს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის 20 კანდიდატი შეარჩია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარუდგინა. კანდიდატები არიან: თამარ ალანია; მერაბ გაბინაშვილი; შოთა გეწაძე; მირანდა ერემაძე; მამუკა ვასაძე; მაია ვაჩაძე; თამარ ზამბახიძე; შალვა თადუმაძე; ზაზა თავაძე; ვლადიმერ კაკაბაძე; ლევან მიქაბერიძე; გიორგი მიქაუტაძე; პაატა სილაგაძე; ნუგზარ სხირტლაძე; ლალი ფაფიაშვილი; ნინო ქადაგიძე; ლაშა ქოჩიაშვილი; ქეთევან ცინცაძე; ალექსანდრე წულაძე და გოჩა ჯეირანაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...