ვოლსკი: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩატარდება თავისუფალი კენჭისყრა

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩატარდება თავისუფალი კენჭისყრა. არ ველოდები, რომ კანონპროექტი ჩავარდება”. ​ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ “ქართული ოცნების” ოფისში” გამართული უმრავლესობის დაძაბული სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

უმრავლესობაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების საკითხი განიხილებოდა, რომელსაც კენჭი პარლამენტმა დღეს უნდა უყაროს და საკიტხს მხარს არ უჭერს პარლამენტი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი.

“რატომღაც მოველოდი, რომ სწრაფად დასრულდებოდა დღევანდელი შეხვედრა. სასტვენებით ხალხის დგომამ დაბულინგების სახე მიიღო და ზოგიერთი კოლეგის გაღიზიანება გამოიწვია. მივიღეთ გადაწყვეტილება რომ იყოს თავისუფალი კენჭისყრა. არ ველოდები რომ კანონპროექტი ჩავარდება”,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საკონსტიტუციო ცვლილბების მიღება პარლამენტში 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად