ვოლსკი მეუფე პეტრეზე: ის არის “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი

“პროცესების ობიექტური შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ „ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთმა აქტივობამ, მათ შორის ეკლესიის მიმართულებით შეტევამ, საზოგადოებაში რყევა არ გამოიწვიოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა, როგორ აფასებს მეუფე პეტრეს განცხადებას, მის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლაზე.

„არაფერი, დემოკრატიული ქვეყანაა, უნდა მოვიდეს, მაგრამ ვფიქრობ, საკმაოდ უღირსად მოიქცა ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ, რაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის კუთვნილებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. ის არის „ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი. ეს თავად არასდროს არ დაუმალავს,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მღვდელმთავრის თანამდებობიდან გადააყენეს.

სონოდის სხდომის დასრულების შემდეგ პეტრე ცაავამ თქვა, რომ ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.

ამასთან, გუშინ, “პოსტფაქტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ მონოლოგში გაიხსენა საკუთარი ისტორია და თქვა რომ სასულიერო პირი ერთ-ერთ ეკლესიაში სექსუალურად ავიწროებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად