ვოლსკი: მერაბიშვილის პოლიტიკურ მოკავშირეებს მართვის სადისტური სისტემა გამართლებულად მიაჩნიათ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში მცირე განმარტებას აკეთებს.

როგორც ვოლსკი აცხადებს, პრობლემა ის კი არაა, რომ ვანო დამხობით იმუქრება, არამედ ის, რომ მერაბიშვილის პოლიტიკურ მოკავშირეებს მართვის სადისტური სისტემა გამართლებულად მიაჩნიათ.

“ბევრმა ვერ გაიგო! პრობლემა ის კი არაა, რომ ვანო დამხობით იმუქრება, ან ჩადენილის გამო არ განიცდის, არამედ ის რომ მის დღევანდელ პოლიტიკურ მოკავშირეებს მართვის სადისტური სისტემა მიაჩნიათ გამართლებულად, შესაბამისად ვანოს პოლიტპატიმარს უწოდებენ”, – წერს გია ვოლსკი Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად