ვოლსკი: ხულორდავამ, ჩუგოშვილმა და ქაცარავამ დიდი როლი ითამაშეს ევროსტუქტურებში ჩვენი პოზიციების გამყარებისთვის

ამის შესახებ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ დეპუტატებმა, რომლებმაც მმართველი გუნდი დატოვეს, დიდი როლი ითამაშეს ევროსტრუქტურებში პოზიციების გასამყარებლად.

“გარემოებებების შეუფასებლად ასე ცალმხრივად ლაპარაკი არ შეიძლება. ჩვენ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს ერთად გამოვლილი. თითოეულმა მათგანმა თამარ ხულორდავამ, თამარ ჩუგოშვილმა, სოფო ქაცარავამ ძალიან დიდი როლი ითამაშეს იმაში, რომ ჩვენი პოზიციები ევროსტრქტურებში გამყარებულიყო და არამარტო ევროსტრუქტურებში. ცალმხრივად ამ საკითხის განხილვა დაუშვებელია, ყველაფერს გარედან ემატება დიდი დოზით დეზინფორმაცია. დავაკვირდეთ ყველაფერს და ვიშრომოთ იმისათვის, რომ დავარეგულიროთ სიტუაცია,” – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად