ვოლსკი ხაზარაძეზე: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის პოლიტიკური თამაში და ნაცრის შეყრა თვალებში

„მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის პოლიტიკური თამაში და ნაცრის შეყრა თვალებში. რაც ჩემი აზრით, ნიშნავს, წარმოაჩინო ვითარება ისე, თითქოს იბრძვი პროდასავლური ინტერესებისათვის და ღირებულებებისათვის და პორტი მთავარი თემაა, მაგრამ მეორე დღეს გამოავლენ იმას, რომ შენ გინდა მოსახლეობის, სამეგრელოს რეგიონის და მთელი საქართველოს მოსახლეობის ხმების მოსყიდვა და იმ რეალობას ასახელებ, რომ კომპანია მართლაც იყო შემოსული თავისი წინადადებით და ეს კომპანია არის ის კომპანია, რომლის დიდი რესურსი არის რუსული“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის განცხადება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ინვესტორი კომპანიის შესახებ პოლიტიკური თამაშია და ეს მის ახლადშექმნილ პარტიას ცუდად ახასიათებს.

„ჩემი მოსაზრება ასეთია, ხაზარაძე ასახელებს კომპანიას, რომელიც ფაქტობრივად, რუსული კომპანიაა, თუმცა ყაზახური ბრენდი და ამბობს, თითქოს ამ კომპანიას უარი ეთქვა. ამბობს, თითქოს მისი რესურსი და დამოკიდებულება საკითხის მიმართ არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ამავე დროს აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისათვის ეს პორტი. ჩემი აზრით, ხაზარაძეს უნდა, რომ ორი კურდღელი ერთი გასროლით მოკლას. მე ვფიქრობ, ეს შეუძლებელია, მაგრამ, ამავე დროს ძალიან ცუდად ახასიათებს თავად ახალ შექმნილ პარტიას. თუმცა, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და საბოლოო ჯამში, ინვესტორის საკითხს ხელისუფლება გადასაწყვეტს“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად