ვოლსკი ხაზარაძეზე: ხან “ჩრდილოვან კაბინეტზე” ლაპარაკობს, ხან მზიან საქართველოზე, ხან 12 მოციქულზე

ხან “ჩრდილოვან კაბინეტზე” ლაპარაკობს, ხან მზიან, გაბრწყინებულ საქართველოზე და ხან – 12 მოციქულზე”, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ ის “ჩრდილოვან კაბინეტს” შექმნის.

გია ვოლსკის შეფასებით, მამუკა ხაზარაძემ პროგრამაზე მეტი უნდა ილაპარაკოს, ასევე პროკურატურის კითხვებს გასცეს პასუხები “17 მილიონი დოლარის აორთქლებაზე”.

“რასაკვირველია, „ჩრდილოვანი კაბინეტი“ ყველა ოპოზიციურ პარტიას უნდა ჰქონდეს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. თვითონ იქნება პრემიერი, ვინ იქნება პრემიერი – ეს არის საკითხი, რომ როგორმე ყურადღება მიიქციოს და ამაზე შეკითხვები დაისვას. „ჩრდილოვანი კაბინეტიც“ უნდა შექმნას და თავისი პროგრამაც უნდა წარმოადგინოს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მცირე მთავრობის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას „ამხელა მთავრობა არ სჭირდება“.

„გაზაფხულზე, ასევე, პირველად შევქმნით „ჩრდილოვან კაბინეტს”, რომელიც იმ პროგრამებს დაეყრდნობა, რომლებსაც 12 ლიდერი მოამზადებს. ეს იქნება სხვადასხვა სფეროს 12 საუკეთესო პროფესიონალი. საზოგადოებამ წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ იქნება პრემიერი, ასევე უნდა იცოდეს ვინ იქნებიან სხვადასხვა უწყების მინისტრები და რა პროგრამები ექნებათ მათ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად