ვოლსკი: ხაზარაძე ხან “ჩრდილოვან კაბინეტზე” ლაპარაკობს, ხან მზიან საქართველოზე და ხან 12 მოციქულზე

ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ ის “ჩრდილოვან კაბინეტს” შექმნის.

“ასე მგონია, რომ ამოცანაა, მედიამ რაც შეიძლება მეტი ისაუბროს მამუკა ხაზარაძის შესახებ. ხან “ჩრდილოვან კაბინეტზე”ლაპარაკობს, ხან მზიან, გაბრწყინებულ საქართველოზე და ხან 12 მოციქულზე.

რასაკვირველია, „ჩრდილოვანი კაბინეტი“ ყველა ოპოზიციურ პარტიას უნდა ჰქონდეს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. თვითონ იქნება პრემიერი, ვინ იქნება პრემიერი – ეს არის საკითხი, რომ როგორმე ყურადღება მიიქციოს და ამაზე შეკითხვები დაისვას. „ჩრდილოვანი კაბინეტიც“ უნდა შექმნას და თავისი პროგრამაც უნდა წარმოადგინოს”, – განაცხადა ვოლკსიმ.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად