ვოლსკი ხაბეიშვილის ცემაზე: გამართლებადი არ არის ფიზიკური დაპირისპირება, ვინც არ უნდა იყოს დაზარალებული

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ არავითარი გამართლება არა აქვს ფიზიკური დაპირისპირების გზით საკითხების გადაწყვეტას, იმის მიუხედავად, ვინ იქნება დაზარალებული.

იგი მოუწოდებს ყველას: ოფიციალურ და არაოფიციალურ პირებს და აფრთხილებს, რომ ზღვარგადასული გინება, უკიდურესი ლანძღვა, დამცირება, რომელსაც არც ქართველობა სცხია და არც რაიმე წესი და რიგი, აუცილებლად იქნება გამოყენებული პროვოცირებისთვის.

გამართლებადი არ არის ფიზიკური დაპირისპირება, ვინც არ უნდა იყოს დაზარალებული. უნდა შევთანხმდეთ პრინციპზე, რომ არა აქვს მნიშვნელობა, რომელიც პოლიტიკურ პარტიას განეკუთვნება ადამიანი, რომელიც დაზარალებულია. ამასთანავე, მინდა გავაფრთხილო ყველა, დეპუტატები, ოფიციალური თუ არაოფიციალური პირები – ეს ზღვარგადასული გინება, უკიდურესი ლანძღვა, დამცირება, რომელსაც არც ქართველობა სცხია და არც რაიმე წესი და რიგი, აუცილებლად იქნება გამოყენებული პროვოცირებისთვის. აუცილებლად მოხდება ის, რაც თუნდაც “კავკასიის” ეთერში ვიხილეთ. ასეთი ლაპარაკი არ არის დამახასიათებელი არცერთი პოლიტიკური საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით განვითარებულ დემოკრატიებში, მაგრამ  არც ის არის დამკვიდრებული, რომ მუშტი-კრივით გადაწყდეს საკითხები. კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია, არაფერს არ ნიშნავს ის, რომ სხვა ქვეყნებშიც ხდება ხოლმე ფიზიკური დაპირისპირება. ჩვენთან განსაკუთრებული ვითარებაა, წინასაარჩევნო პერიოდია და დაძაბულობის დონე საკმაოდ მაღალია პარტიებს შორის ურთიერთობის. კატეგორიულად დაუშვებელია, რომ ეს დაძაბულობა გადავიდეს საზოგადოებაში”-განაცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსნებთ: თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, სადაც დაზიანებები მიიღო “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად