ვოლსკი: ირაკლი შოთაძე მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას ვერ გაბედავს

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერაულ პროკურორად დაამტკიცა.

„საზოგადოებრივი საერთაშორისო მედია სივრცე იმდენად კრიტიკულია, თუნდაც ავიღოთ არასამთავრობოები, რომ ვერც ვერავინ, ვერც პროკურორი, ვერც გენერალური და ვერც სხვა ვერავინ ვერ გაბედავს, მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერი არ  გამორიცხავს, რომ ირაკლი შოთაძე „ქართული ოცნების“ ოპონენტების დევნის იარაღი იქნება.

„ჩვენ გვახსოვს ასეთი გენერალური პროკურორი, რომელიც პრეზიდენტის მითითებით იღებდა გადაწყვეტილებას, ვის რა ბედი ელოდა ხვალ, ვის ბიზნესი უნდა „ახეოდა“, ვის უნდა დატოვებოდა, ვისი ბიზნესი ვისთვის უნდა გადაცემულიყო, ღირსება ვის უნდა შერჩენოდა, ან თავისუფლება და ჯანმრთელობა. ეგ პერიოდი გავიარეთ, დღეს როგორც ვხედავთ ამ თემასთან დაკავშირებით ის ლაპარაკობს, ვინც ჩაიდინა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად