ვოლსკი: იმის თქმა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები შეიქმნება და ამით ოპოზიცია რაღაცას მოიგებს, არის მავნებლური განცხადება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელის მხრიდან იმის თქმა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები შეიქმნება და ამით ოპოზიცია რაღაცას მოიგებს, არის მავნებლური განცხადება.

გია ვოლსკი ოპოზიციური სპექტრის ნაწილის შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ისევ თავის ჩვეულ დესტრუქციულ რეჟიმს დაუბრუნდა.

„თითქოს, ერთი პერიოდი ურთიერთობა აეწყო, რაღაც საკითხებზე შევთანხმდით, მაგრამ როგორც ჩანს, ვითარება რაც უფრო დამძიმდება, ან ეკონომიკური პრობლემები შეიქმნება, ღიად აცხადებენ, რომ ეს მათთვის ხელსაყრელია. ის, რომ ეკონომიკური პრობლემები შეიქმნება და ამით ოპოზიცია რაღაცას მოიგებს, ეს არის მავნებლური განცხადება და ამას უკვე აღარც მალავენ. ამბობენ, რომ თითქოს, მოქალაქეებს ყურადღებას არ ვაქცევთ, ვინც საზღვარგარეთ არიან და თითქოს, მათი წამოყვანა მეორეხარისხოვანია. ეს ასე არ არის. ეს განცხადებები მიმართულია იქითკენ, რომ ოპოზიცია არჩევნებისთვის ემზადება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად