ვოლსკი გვარამიაზე: ხუნვეიბინური მოძრაობა თავად ჩამოაყალიბა

“მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადება ერთ-ერთი გამოხატულება და გაგრძელებაა იმის, რასაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს.” – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გია ვოლსკი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას მიერ განთავსებულ სტატუსს გამოეხმაურა.

„ხუნვეიბინური მოძრაობა თავად ჩამოაყალიბა, ეს არის ჩინეთის რადიკალური ახალგაზრდული დაჯგუფება. ფიქრობს, რომ ამისგან შექმნის ისტორიის ახალ მიმდინარეობას, როცა საზოგადოება პოლიციასა და კანონს უარყოფს, დაემორჩილება იმ მავნებლურ ხეპრულ და უზრდელობაში გადასულ განცხადებებს, რომელსაც ყოველდღიურად აკეთებს. არ მგონია, საზოგადოება ვერ ხვდებოდეს, საქმე რასთან გვაქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ: ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ, ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დავამხოთ“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად