ვოლსკი გვარამიას პროკურატურაში დაბარებაზე : არ შეიძლება ადამიანმა რაღაც დააშავოს და არ ჰქონდეს პასუხი

ამის შესახებ, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ “კურიერთან” გვარამიას პროკურატურაში დაბარებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ნიკა გვარამიამ მის მიმართ არსებულ კითხვებს, პასუხები უნდა გასცეს.

„არ შეიძლება, რომ ადამიანმა, რაღაც დააშავოს, არ ჰქონდეს პასუხი, თუკი ეს ბრალდებაა და არა დანაშაული და საზოგადოებას ატყუებდეს, რომ ეს მის გარკვეული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობის პრევენციას უკავშირდება. ყველა შემთხვევაში არსებობს დანაშაული, ამ დანაშაულს პასუხი უნდა გაეცეს. თუკი არ არსებობს დანაშაული, ამის დამტკიცებაც გარკვეულ რეჟიმში ხორციელდება,“-ამბობს გია ვოლსკი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად