ვოლსკი გრიგოლიას: მე მგონი ეს კითხვა ჩემგან მოიპარეთ 

ასე მიმართა პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ გადაცემა “რეაქციის” წამყვანს ინგა გრიგოლიას.

“არ მინდა მაგ ლოგკაში წამოგყვეთ, თორემ ჩანაწერს გავაკეთებ ისეთს რომ ძალიან ბევრ ადამიანს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენებ. მაგრამ აქედან 99% იქნება ტყუილი და 1 %-ს სიმართლესაც მოვყვები. ეს არის ერთი საკითხი და მეორე საკითხი გვავიწყდება, რომლის თქმაც გვავიწყდება ან შეგნებულად გვერდს ვუვლით. 1.7 მილიონი დოლარი გადაუხადა ვიღაცას რომ აპატიოს 40 მილიონი ბიუჯეტში გადასახდელი?! სად არის ლოგიკა?” – კითხულობს ვოლსკი.

გადაცემის წამყვანი პასუხობს, რომ “მე არ გეკითხებით ჩამოწერაზე. მინიმუმ გადაუვადოს. აბა 11-ჯერ როგორ გადაუვადეს. მე რომ ბიზნესმენი ვიყო დავიჯერო არ დამაყადაღებენ, არ დამადებენ ჯარიმას ან ინკასოს არ დამადებენ? ეს იწვევს ჩემს კითხვას”.

რაზეც ვოლსკი ასე პასუხობს:

“ჯერ ეს ერთი ეს კითხვა მე მგონი ჩემგან მოიპარეთ. მოიპარეთ მეგობრულად გეუბნებით. ერთადერთი კითხვა ეს მრჩება, რატომ ვაპატიეთ ამდენი. პასუხიც გაგეცით და თქვენ არ გინდათ რომ მოისმინეთ. უშველებელ ბიზნესებს გაათავისფლებენ გადასახადებისგან, რომელსაც დააბრუნებენ ბიზნესში, დაახლოებით მილიარდზე გვადივართ იმ შეღავათებით, რაც ბიზნესს გაუკეთა ამ ხელისუფლებამ.

“ომეგას” რომელსაც გადაუარეს, რომლის ხალხიც ძირს ახოხიალეს, რატომაც არა, შეიძლება შეღავათი მისცე, მაგრამ როცა ფარული ჩანაწერები შემოაგდო რისთვის აკეთებს ამას”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად