ვოლსკი გრიგოლიას: არ ვარ ის ადამიანი, ვინც “გამპრავებელია”, შეურაცხყოფას ნუ მომაყენებთ

“რამდენჯერმე ვიყავი ჩასული იქ და სულ სხვა ვითარება იყო. იქ არის ერთი სეძლებული ადამიანი, რომელსაც “ნაცმოძრაობამ” როცა ერთად იყვნენ, თუმცა არც ეხლა არიან ცალ-ცალკე გადასცა უშველებელი ქონება კაპიკებში. რაისიანი გავარად. მან გაუკეთა მობილიზება გარკვეულ ზონდერ ჯგუფს, რომელიც პირად სეურაცხყოფაზე იყო ორიენტირებული და საკმაოდ მძიმე ლანძღვა გინებით გააკეთეს შეტევა კონკრეტულ ადამიანებზე, რათა იმ რაიონში გარკვეული ჯგუფის დემორალიზება მოეხდინათ”, – ამის შესახებ არჩევნების დროს ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ასე “აპრავებს” “ქართული ოცნება: ენზელ მკოიანს? – პასუხობს:

“ჯერ ეს ერთი თქვენგან არ მოველოდი, ეგ სიტყვა “გაპრავება” არ უნდა იხმაროთ. მე გიყვებით სიტუაციას, რა მოხდა. მოხდა ჩხუბი. შემდეგ სავადმყოფოდან ვერ გამოწერეს ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დაზიანებები აქვთ. ამ თემაზე გამოძიება მიმდინარეობს 1 თუ 2 თვეა. არ ყოფილა შემთხვევა, როცა შედეგი არ დამდგარა. მე რეალური სიტუაცია აგიღწერეთ. არაფრის “გაპრავებას” არ ვაპირებ. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც რამის “გამპრავებელია”, შეურაცხყოფას ნუ მომაყენებთ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად