ვოლსკი: “გირჩთან” შეხვედრა ორმხრივი სურვილით გაიმართა

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი “სოციალ-დემოკრატებთამნაც” გეგმავს შეხვედრას.

„უმრავლესობას რა უფლება აქვს, რომ ვინმეს უარი უთხრას მოლაპარაკებაზე, ან რა უფლება აქვს, მხოლოდ თავის ფორმატში ჩაიკეტოს? როცა საუბარი არ სურს ერთს, შეიძლება სურდეს სხვას. არ მგონია, რომ პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებულად უნდა ეპყრობოდეს ნებისმიერი პარტია, სახელისუფლებო იქნება ის თუ არა. „გირჩთან“ შეხვედრა ორმხრივი სურვილი იყო. აქ საზოგადოებაა მთავარი, რომელიც გარკვეულ პარტიებს მხარს უჭერს. სწორედ ამიტომ, ეს პარტიები ვალდებული არიან, დასხდნენ და მოილაპარაკონ. ამასთან, არსებობს უპასუხისმგებლო ძალებიც, რაზეც საუბარი არ მაქვს. პოლიტიკურ პარტიათა შორის საუბარი ნიშნავს საზოგადოების დაკვეთის შესრულებას, იმ საზოგადოების, რომელიც ამ პარტიებს უჭერს მხარს. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის: პარტია „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, მისი თანაპარტიელი იაგო ხვიჩია 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 18 თებერვალს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, ცალკეულ პარტიებთან შეხვედრები გამართოს და საარჩევნო სისტემაზე იმსჯელოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად