ვოლსკი: “გაგხევთ ნაკერავზე” არ არის თბილისური სიტყვა, როგორც ულვაშებიან ვაშაძეს ჰგონია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გრიგოლ ვაშაძის მიერ გუშინდელ აქციაზე გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ რეალურად იმის შიში, რომ რიგგარეშე არჩევნები რაიმეს მოაკლებს პოლიტიკურ პარტიას, ვერ გეტყვით რომ არსებობს. „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობა აქვს აღებული ქვეყანაში სტაბილურობაზე, განსხვავებით ყველასგან, რომლებიც ზოგჯერ ნაკერავზე გახეთქვით და ზოგჯერ რაღაც სისულელეებით იმუქრებოდნენ.

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის თბილისური სიტყვა, როგორც ეს ულვაშებიან ვაშაძეს ჰგონია, აბსოლუტურად არ არის.

ჩვენს ინტერესებში აბსოლუტურად არ არის, რომ საზოგადოებაში იყოს დაპირისპირება, არც პროპორციული არჩევნების, არც ვადამდელი არჩევნების არ გვეშინია, იმიტომ რომ ვიცით, რისთვის ვმუშაობთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მინდა ვუთხრა ე.წ. “ქართულ ოცნებას” – რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები – თბილისურად გეტყვით, გაგხევთ ნაკერავზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად