ვოლსკი: ეჭვი მაქვს, რომ ოპოზიციისთვის საარჩევნო სისტემის არცერთი ვარიანტი არ არის მისაღები

“ეჭვი მაქვს, რომ ოპოზიციისთვის არცერთი ვარიანტი არ არის მისაღები. არც პროპორციული არ არის მისაღები. ახლა გამიჩნდა ეს შეკითხვა და ნელნელა გადადის გარკვეულ  დასტურში იმ ეჭვებისა, რომელიც ჯერ კიდევ 24 ივნისიდან მოყოლებული გააჩნიათ ჩვენს გუნდში. გუნდი ერთიანია ანალიზში და ვფიქრობ, რომ პროპორციული არჩევნების სურვილის შემთხვევაში, საქციელი, დამოკიდებულება საკითხების მიმართ, ჩვენი ოპონენტების მხრიდან იქნებოდა სულ სხვა”.

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გოა ვოლსკიმ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგის მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომლის ჩატარებაც იანვრის ბოლოს არის დაგეგმილი.

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საარჩევნო სისტემის თემა საბოტაჟისა და დაძაბულობის შესაქმნელად სჭირდება, რადგან იცის, რომ არჩევნების გზით ვერ გაიმარჯვებს.

“დღეს, რასაც ვუყურებთ, ვფიქრობ არის საბოტაჟი, რომელსაც მათი აზრით, უნდა მოჰყვეს, გაცილებით მეტი დაძაბულობა, რადგან არჩევნებით ისინი ვერ გაიმარჯვებენ” -განაცხადა გია ვოლსკიმ.

დასმული შეკითხვის საპასუხოდ, არის თუ არა მოსალოდნელი მეხუთე რაუნდის ჩაშლა, გია ვოლსკი, განმარტა, რომ მეხუთე რაუნდი უნდა შედგეს იმიტომ, რომ სულ მცირე საზოგადოებამ, საერთაშორისო პარტნიორებმა და ორგანიზაციებმა დაინახონ, რეალურად ვინ რას სთავაზობს იმისათვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იქნეს სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად