ვოლსკი: ერთმა პარლამენტარმა კანაფი ლობიოს რომ შეადარა, არ ნიშნავს, რომ ყველა დეპუტატი ასე ფიქრობს

„ვიღაც ერთმა პარლამენტარმა თუ კანაფი ლობიოსა და სიმინდს შეადარა, არ ნიშნავს, რომ ეს იმ კანონმდებლების გამოხატულებაა, რომლებიც იმ დარბაზში არიან წარმოდგენილი“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ კონფერენციაზე "ნარკოპოლიტიკა საქართველოში, გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება" განაცხადა.

„ჩვენ ახლა მნიშვნელოვან თემას ვიხილავთ – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვეხებით. პირადად, ჩემი მოსაზრება ამ გადაწყვეტილების მიმართ ნეგატიურია, მაგრამ ეს მოცემულობა გვაქვს. ამ მოცემულობას ან უნდა დავუპირისპიროთ რეგულაცია, ან უნდა მივუშვათ და გავხადოთ ეს საკითხი საზოგადოების გადასაწყვეტი. მართალს მოგახსენებთ არა მარტო ჩვენი ეკლესია, არამედ, სხვა კონფესიების წარმომადგენლებიც, რომლებიც აქ საკმაოდ წარმომადგენლობით არიან და საკმაოდ ინტენსივობით გამოდიან ამ უბედურების წინააღმდეგ, რომელსაც ნარკომანია ჰქვია; ამ შემთხვევაში კი კანაფის მოხმარებაზე გვაქვს საუბარი. მაგრამ ეს თემა თუ ჩვენ კანონით არ დავარეგულირეთ, ჩვენ გაგვექცევა ეს სიტუაცია ხელიდან. ამიტომ ეს მითქმა-მოთქმა ჩვენი ბრალია. ვიღაც ერთმა პარლამენტარმა თუ ლობიოსა და სიმინდს შეადარა, ეს არ ნიშნავს, რომ ეს იმ კანონმდებლების გამოხატულებაა, რომლებიც იმ დარბაზში არიან წარმოდგენილი. 

ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ჩვენ უნდა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი. უპირველეს ყოვლისა ყველამ, ვინც გადაწყვეტს, რომ მოიხმაროს კანაფი, მან უნდა იცოდეს, რომ სერიოზული შეზღუდვები და კანონიერი ზემოქმედება ემუქრება, დაწყებული მართვის მოწმობის ჩამორთმევიდან, დამთავრებული სახელმწიფო სამსახურებში მუშაობის შესაძლებლობით. და ზუსტად უნდა იცოდეს, რომ საზოგადოებრივ ადგილებში, სადაც ახალგაზრდები არიან შეკრებილი, მოხმარება ისჯება კანონით და ზუსტად უნდა იცოდეს, რომ მიწოდება არ არის დაშვებული, ანუ ლეგალიზაციაზე ლაპარაკი არ არის.

ხალხმა არ იცის რა ხდება. გუშინ მამაო მეუბნებოდა, აღსარებაშიც კი ამბობენ, რომ მოვიხმარო იმიტომ, რომ არ იციან ეს სიტუაცია რაში შეიძლება გადაიზარდოს. პასუხისმგებლობა დიდია. ეს არის მოცემულობა, მაგრამ მეორე საკითხი, რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს არის მოცემულობა, ამაზე შეიძლება იურისტები დასხდნენ და სხვა კონფერენცია ჩაატარონ და იმსჯელონ. ჩვენ დღეს გვინდა სასწრაფო ზომების მიღება ამ საკითხთან დაკავშირებით.
რაც შეეხება კანაფის წარმოებას და გაყიდვას, ზოგმა კოსმეტიკა ახსენა და იმ წუთში წამოვიდა ირონიული შეფასებები – ჰო, კოსმეტიკა სახეზე წაისვით და შეიზილეთ. აქ მთავარი თემაა გადამუშავების საკითხი, რომელსაც ასევე ალბათ სპეციალისტები უნდა აფასებდნენ ვიდრე მე, მაგრამ რეალურად, ჩვენ ალტერნატივა გვაქვს ორი – ერთი არის შავი ბაზარი, რომელმაც ვერ უნდა გაბედოს და ვერ უნდა მოამარაგოს მომხმარებელი, მეორე ალტერნატივა არის ის, რასაც ჰქვია მკაცრი რეგულირება.

სხვა ალტერნატივა არის ერთი – რომ გამოხვიდე და დასაჯო იმდენად, რომ ამოვვარდეთ საერთოდ ლოგიკიდან და იმ პრინციპებიდან, რომელსაც ეკლესია უდგება, რომ ადამიანის უნდა იყო ლიბერალური, მაგრამ რეალურად ერთი რამ სწორი ითქვა ამ ტრიბუნიდან, რომ შენ უნდა გქონდეს გამაჯანსაღებელი სერვისები, სამწუხაროდ, ამაში ჩამოვრჩებით. აქ გადასახადების გადამხდელებზე იყო საუბარი, რეალურად, საქართველოში გასასახადოს გადამხდელები გაცილებით ნაკლებია იმ ნარკოტიკების მომხმარებლებზე"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ, შსს-ს ახალი ინიციატივა შეაფასა, რომლითაც შესაძლოა ქვეყნიდან კანაფის ექსპორტი სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით ნებადართული გახდეს.

"უცხოეთში გასატანი ბევრი არაფერი გვაქვს იმიტომ, რომ ძალინ რთულია. ახლა უკვე იცით, რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, ვინ გაიტანს ამ პროდუქტს უცხოეთში?

კითხვაზე, აქვს თუ არა საქართველოს ამის პოტენციალი, გუგული მაღრაძე პასუხობს:

"ეს არის სოფლის მეურნეობის კულტურა. ჰოდა, სოფლის მეურნეობა ჩვენთან განვითარებულია, მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, "მალინას" და სადღაც მოიყვანენ ჟოლოს და სადღაც მოიყვანენ კანაფს. ეს იქნება ლიცენზირებული, ეს იქნება დათვლილი იმითი, რომ მოიტანოს მეტი მოგება ქვეყნისთვის".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად