ვოლსკი: ერქვანია ღვთისმოსავი კაცია და საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებელიც უნდა იყოს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი დეპუტატ ალექსანდრე ერქვანიის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება და ამბობს, რომ მის წასვლას კრიზისად არ მიიჩნევს.

„მე არ განვიხილავ ალექსანდრე ერქვანიას წასვლას კრიზისად,როგორც თქვენ გინდა წარმოაჩინოთ. ყველა ადამიანს აქვს თავისი გადაწყვეტილება დასაბუთებული შესაძლებლობა. მთავარი არის ის განცხადებები, რაც მან გააკეთა, ეს არათუ უსაფუძვლოა, არამედ ეს პოლიტიკურად ანგაჟირებულია. მე ალექსანდრესგან ასეთ შეფასებას ნამდვილად არ მოველოდი.

როგორც ვიცი, ღვთისმოსავი კაცია და საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებელიც უნდა იყოს. მისი გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარლამენტის წევრმა ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილს ეკლესიისა და პატრიარქის ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და “ქართული ოცენება” დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად