ვოლსკი ემიგრანტების დაბრუნებაზე: არის წარუმატებელი მცდელობები, რომ ეს თემა გადააქციონ პოლიტიკური სპეკულირების საგნად

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა და განმარტა, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს თანამოქალაქეების დასაბრუნებლად საკმაო რესურსი იქნა გამოყოფილი და ათასობით დაბრუნებული ემიგრანტის მდგომარეობა დღეს უკეთესია.

“ეს ის საკითხია, რომელზეც შეიძლება ვთქვათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მოწოდების სიმაღლეზე დგას და მთელი სისტემა ამას ემსახურება ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვა სტრუქტურებთან შეთანხმებით“ განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, დაბრუნების გრაფიკი ისეა აწყობილი, რომ აქ შესაბამისად მოხდეს საკარანტინო რესურსების მობილიზება.

„არის მცდელობები, რომ ეს თემა გადააქციონ პოლიტიკური სპეკულირების საგნად, მე ვფიქრობ, რომ ეს წარუმატებელი მცდელობებია, იმიტომ, რომ არც ერთი ადამიანი უყურადღებოდ არ რჩება. ფრენების გრაფიკი შედგენილია და ამის იქით კიდევ ინტენსიურად, გეგმაზომიერად განხორციელდება რეისები“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად