ვოლსკი: ძალიან ბევრი დაკარგა “ნაცმოძრაობამ”, როცა კანდიდატად სანდრა რულოვსი აირჩია

ძალიან ბევრი დაკარგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როცა ზუგდიდში მერობის კანდიდატად სანდრა რულოვსი აირჩია. ამის შესახებ “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომლის პროგნოზითაც ზუგდიდში მეორე ტურის საჭიროება არ იქნება.

ძალიან ბევრი დაკარგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როცა ეს კადრი აირჩია. ისტერიკა, სკანდალები, ეს ხომ მხოლოდ დღეს არ ხდებოდა. ეს ხმამაღალი განცხადებები, რევოლუციურ სცენარზე საუბარი, მოიგებს თუ წააგებს მთავარი ეგ არ არის. ხალხმა იცის, რომ ეს არ არის სამეურნეო ხელმძღვანელობისთვის, ამისთვის არ იღვწოდა სანდრა. ქართველ ხალხს ეს არ სჭირდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...