ვოლსკი: დეპუტატების ჯგუფი, რომელსაც ”პატრიოტთა ალიანსი” ხვდება, რუსეთის პოლიტიკის შემქმნელი არ არის

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი “პარტიოტთა ალიანსის” მოსკოვში დაგეგმილ ვიზიტს და რუსეთის დუმის დეპუტატ, სერგეი გავრილოვთან შესაძლო შეხვედრას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კომუნისტი დეპუტატების ის ჯგუფი, რომელსაც  “პარტიოტთა ალიანსი” ხვდება, რუსეთის პოლიტიკაზე რაიმე გავლენის მქონე არ არის.

“გავრილოვი დახვდეს, ის ახალი პიროვნება კი არ არის. პიროვნული დამცირება არ მინდა, მაგრამ კომუნისტი დეპუტატების ის ჯგუფი, რომელსაც  “პარტიოტთა ალიანსი” ხვდება, არ არის პოლიტიკის შემქმნელი ან რუსეთის პოლიტიკაზე რაიმე გავლენის მქონე პიროვნებათა ჯგუფი, მაგრამ “პარტიოტთა ალიანსი” თავის პოლიტიკურ ნიშას  რომ ამ გზით ეძებს,  ეს არავისთვის სიახლე არ არის.

უბრალოდ, შემიძლია ჩემს კოლეგებს ვურჩიო, რომ არანაირი წინაპირობა რაიმეზე მოლაპარაკების არ არსებობს, ვინაიდან რუსეთის სტრატეგიული ხედვა კავკასიაში მის პოლიტიკასთან დაკავშირებით, გაცილებით უფრო რთული და დახვეწილია. ჩვენთვის, მნიშვნელოვანწილად მწაკვრულიც არის.

ასე, რომ ამის შეცვლა, ჩავა თუ არა პარტიოტთა ალიანსი მოსკოვში და შეხვდება თუ არა გავრილოვს, ამის რეალური შეცვლა არ შეიძლება. უბრალოდ, ეს პოლიტიკური ჯგუფი თავის ნიშას ამაგრებს იმ პოლიტიკურ ველზე, სადაც ის მოქმედებს”,-აცხადებს გია ვოლსკი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...