ვოლსკი: ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო კომისიის იდეა დამახინჯდა

ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა

“საერთოდ, კომისია ძალიან ეფექტური მექანიზმია ყველა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო კომისიის იდეა დამახინჯდა.  ამ უბედურების ფონზე, რომელიც დაემართათ რამდენიმე ოჯახში მკვლელობასთან დაკავშირებით, კომისიამ არა თუ იმუშავა, არამედ პოლიტიკურ ასპექტებზე გადაიჭრა, ისე რომ საკმაოდ რთული მდგომარეობა შეიქმნა, მორალური მდგომარეობა მაქვს მხედველობაში.

სამართლებრივი შედეგი ვერაფერი იყო, აქედან გამომდინარე, მაინც, ალბათ, სტრუქტურებამ მეტი უნდა იმუშაონ და ამ სტრუქტურბემა სწორედაც გაზრდილი პუხისმგებლობის პირობებში პარლამენტის წინაშე ანგარიში უნდა წარმოადგინონ. ვფიქრობ, ეს უფრო მოსახერხებელი და ეფექტური მექანიზმია, რომელსაც განსაკუთრებით, ახალ კონსტიტუციაში მიეცა კარგი მიმართულება”-განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად