ვოლსკი: ჩემს პოზიციაზე ვრჩები – 2024 წელი არის შესაფერისი დრო პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს დიმიტრი ხუნდაძისა და მაჟორიტარი დეპუტატების ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

“მე ჩემს პოზიციაზე ვრჩები, მიუხედავად იმისა, რომ მგონია, 2024 წელი არის შესაფერისი დრო პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის და 2020-ისთვის ეს, ძალიან რთული ამოცანაა. მე ვფიქრობ, მაჟორიტარებს და არა მხოლოდ მათ, სრული უფლება აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია”. – განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, იმის მიუხედავად, რომ ის პროპორციულ სისტემას ემხრობა, აღნიშნულ სისტემაზე ქვეყანა 2024 წლიდან უნდა გადავიდეს.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ განცხადება გაავრცელა:

” მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად, რომელსაც, დარწმუნებული ვართ, უკიდურესად შემჭიდროვებულ ვადებში წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს, იმ იმედით, რომ ამ, ყველაზე დემოკრატიულ და სახალხო საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ქვეყანამ უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის შეძლოს”, – ნათქვამია დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად