ვოლსკი ბესელიაზე: არ მგონია, მანდატის შეწყვეტაზე ვისაუბროთ

“დეპუტატებმა, რომელ პოლიტიკურ ჯგუფსაც უნდა ეკუთვნოდნენ ისინი, უნდა გადახედონ თავიანთ საქციელს”. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე დეპუტატებს, ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს იყო უსიამოვნო ფაქტი იყო.

„ძალიან ადვილია მდგომარეობიდან გამოსვლა, ემოციაზე აყოლა. ვფიქრობ, ეს ჩვენს საზოგადოებას არ უხდება, დეპუტატის მხრიდან მეტი მოთმინება უნდა იყოს. შეურაცხმყოფელი სიტყვები ჩვენი ყოველდღიურობა გახდა, ჩვენი საპარლამენტო ცხოვრება ასეთი დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს. არ მგონია, მანდატის შეწყვეტაზე ვისაუბროთ. გენდერული საბჭო განიხილავს თუ ეთიკის, ამას პარლამენტი გადაწყვეტს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

შეგახსენებთ: გუშინ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ, დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად