ვოლსკი: არც ერთი ჩინის ქართველ სამხედროს არ ემუქრება არანაირი სამართლებრივი დევნა

ამის შესახებ გია ვოლსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ ჟურნალსიტებს განუცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, არც ერთ ქართველ სამხედროს სამართლებრივი დევნა არ ემუქრება.

„არც ერთი ჩინის, არც უმაღლესი, არც საშუალო და არც დაბალი ჩინის ქართველ სამხედროს არ ემუქრება არანაირი სამართლებრივი დევნა. ვინაიდან რუსეთი შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე, და ჩვენ თუ პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებთ, ამის დასაბუთებაც გაგვაჩნია, რომ ამ შემოჭრას ხელი შეუწყო სააკაშვილმა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებისს თანახმად, საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს, რომ “ქართველი ჯარისკაცები განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად