ვოლსკი: არავინ იფიქროს, რომ ამ ბოქლომების დესტრუქციის გამო, ჩვენ შეიძლება რაიმე დათმობაზე წავიდეთ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე განხილული იყო ოპოზიციის მიერ შეთავაზებული წინადადება საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიღებულა.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მსჯელობა ეხებოდა საკითხის სამართლიანობა და გარკვეულ ასპექტებს, რომელთან დაკავშირებითაც სხვადასხვა აზრი “საკმაოდ ფართო ველზეა გაფანტული”.

“ჩვენ განწყობილი ვართ კონსტრუქციულად, მწვანე შუქიც აენთო ამ საკითხის განხილვას და ამ თემასთან დაკავშირებით თუ ერთ დღეში ვერ მოვახერხეთ შეთანხმება, რასაც გვიკიჟინებენ, დიდი ბოდიში, ძალიან ცუდი გამოცდილება გაგვაჩნია ოპოზიციასთან ურთიერთობის და არავინ იფიქროს, რომ ამ ბოქლომების დესტრუქციის გამო, ჩვენ შეიძლება რაიმე დათმობაზე წავიდეთ.

ჩვენ თუ ვართ პოზიტიურად ვართ განწყობილი, მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანას პრობლემა არ შევუქმნათ. 10 კაცია თუ 100 კაცია, ქვეყანას უქმნის პრობლემას, თუნდაც საერთაშორისო დონეზე, ეკონომიკურ საკითხებში გვაქვს გარკვეული შეკითხვები. იმის ძახილი, რომ ჩვენ ხელების ამოტრიალებით, პიკეტირებით რაიმეს გადავწყვეტთ, ეს იგივენაირი დესტრუქციაა, როგორიც მათ მოაწყეს 20 ივნისის შემდეგ თვეების განმავლობაში”-განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად