ვოლსკი: აქციებს ის ხალხი ატარებს, ვისაც გახარიამ პარლამენტში შემოჭრის საშუალება არ მისცა

“ჩვენ დავუკვირდეთ, ვინ ატარებს აქციებს. სწორედ ის ხალხი, ვისაც არ მისცა პარლამენტში შემოჭრის საშუალება გახარიამ”,-ამის შესახებ, საპარლამენტო უმავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ დავუკვირდეთ, ვინ ატარებს აქციებს. სწორედ ის ხალხი, ვისაც არ მისცა პარლამენტში შემოჭრის საშუალება გახარიამ. დავესესხოთ ჰოლანდიის ელჩს, რომელიც გულისხმობს საკმაოდ სიღრმისეული გამოძიების, შეფასების, ანალიზის ჩატარებას და ამის მიღებას გადაწყვეტილების, რასაც თვითონ გახარიაც უსვამს ხაზს. ეს ერთი, მაგრამ მთავარი მაინც ის თემაა, რასაც ჰქვია ოპერაცია – გახარია, რომელიც უნდა წავიდეს მხოლოდ იმიტომ, რომ რესურსი გააჩნია, არ დაუშვას სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმიანობა“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...