ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა უსასრულოდ ვერ იდგება ნატო-სა და ევროკავშირის მოსაცდელში

უკრაინა უსასრულოდ ვერ იდგება ნატო-სა და ევროკავშირის მოსაცდელში, ევროპელი პარტნიორები მოლაპარაკებებიდან ამ საკითხის გადაწყვეტაზე უნდა გადავიდნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, წერს უკრაინული მედია.

„დადგა ურთიერთობის ახალ დონეზე გადასვლისა და ევროკავშირსა და ნატო-ში უკრაინის მიწვევის დრო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ევროპელი ლიდერები უკრაინას ევროპული ოჯახის წევრად თვლიან, მაშინ ისინი შესაბამისად უნდა მოიქცნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...