Volkswagen-ის 7000 თანამშრომელი გაიფიცა

ბრაზილიაში,  საავტომობილო კონცერნის Volkswagen-ის 7000-მა თანამშრომელმა, 800 კოლეგის სამსახურიდან განთავისუფლება გააპროტესტა. 

კომპანიაში შემცირების მიზეზად,  ქვეყანაში არახელსაყრელ პირობებს ასახელებენ. ბრაზილია მსოფლიოში, ავტომობილების ბაზარზე მეხუთე ადგილს იკავებს. 2014 წელს ბრაზილიაში ახალი ავტომობილების გაყიდვები 7%-ით შემცირდა და 3.5 მილიონი ერთეული შეადგინა.

Volkswagen-ი ერთადერთი არაა ავტომობილების მწარმოებლებს შორის, ვისაც გასული წლის მანძილზე, შტატების შეკვეცა მოუხდა – 240-ზე მეტი თანამშრომელი გაანთავისუფლა სამსახურიდან Mercedes-ის ბრაზილიის ფილიალმაც.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...