Volkswagen და BMW, პლანეტის დაბინძურების გამო 1 მილიარდი აშშ დოლარით დაჯარიმდნენ

Volkswagen და BMW ევროკავშირს გადაუხდიან 1 მილიარდი დოლარის ჯარიმას, როგორც სასჯელი დიზელის გამონაბოლქვი გაზის გამწმენდი ტექნოლოგიის დანერგვის შეზღუდვისთვის. მათ გარდა, კომპანია Daimler-იც მონაწილეობდა შეთქმულებაში, მაგრამ მან შეძლო სასჯელის თავიდან აცილება, იუწყება Bloomberg.

Volkswagen გადაიხდის დაახლოებით 502 მილიონ ევროს პლანეტის დაბინძურებისთვის, BMW – 373 მილიონს. BMW-მ მოახერხა, რამდენჯერმე შეემცირებინა ჯარიმა 1,4 მილიარდი ევროდან და განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სასამართლოში არ გაასაჩივრებს.

Daimler-ი არ დაჯარიმდა, რადგან მან პირველმა შეატყობინა შეთქმულების შესახებ ევროპის ხელისუფლებას. გარდა ამისა, სამივე კომპანია შეიძლება აღმოჩნდეს პრეტენზიების წინაშე მყიდველების მხრიდან. სიახლის გამოქვეყნების შემდეგ, ფოლკსვაგენისა და BMW-ს აქციები, 1.4 და 1.3 პროცენტით დაეცა.

2019 წელს ევროკომისიამ დაადანაშაულა BMW, Daimler და Volkswagen, რომლებიც ასევე ფლობენ Audi და Porsche ბრენდებს, კარტელურ შეთქმულებაში. 2009 წლიდან 2014 წლამდე კომპანიები მალავდნენ ტექნოლოგიებს მავნე ნივთიერებების ემისიის შესამცირებლად და ამით ზღუდავდნენ კონკურენციას ამ სფეროში.

2015 წელს აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტომ დაადანაშაულა Volkswagen-ი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებაში, რომელიც აფასებს გამონაბოლქვს ტესტირების დროს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ასეთი პროგრამები დამონტაჟდა 11 მილიონ მანქანაზე მსოფლიოში. ორი წლის შემდეგ სან-ფრანცისკოს სასამართლომ Volkswagen-ს 1,67 მილიარდი დოლარის მოცულობის ჯარიმა დააკისრა, რათა კომპენსაცია მოეხდინა Volkswagen-ის დილერებისთვის შეერთებულ შტატებში.

კომენტარები
იტვირთება...