ვოლსკი 20-21 ივნისის მოვლენებზე: ვერ ვხედავ, რომ გადაცდომები პოლიტიკურ დონეზე ადიოდეს

უნდა დადგეს თუ არა გიორგი გახარიას პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გუშინდელი განცხადებებიდან გამომდინარე? – ამ კითხვით მიმართა ჟურნალისტმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გია ვოლსკის, რაცეც მან უპასუხა, რომ არ შეიძლება განცხადებებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობაზე საუბარი, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ვოლსკის თქმით, ის რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა არ იყო პოლიტიკური გადაცდომა.

“განცადებებიდან გამომდინარე არც გახარიას და არც თქვენი პასუხისმგებლობა არ შეიძლება დადგეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და გამოძიება უნდა გვაჩვენოს ადის თუ არა ეს გადაცდომებო პოლიტიკურ დონეზე. მე ვერ ვხედავ რომ პოლიტიკურ დონეზე ადიოდეს, ისევე როგორც ეს იყო არაერთხელ 2012 წლამდე, როდესაც სახელმწიფო განზრახ ჩადიოდა ამ რეპრესიებს და ამას არც მალავდა. ასე რომ ამან მნიშვნელოვანწილად განაპირობა საერთაშორისო დამოკიდებულება ამ პოლიტიკური გუნდის მიმართ, დღეს ასეთი რეალობა არ არსებობს, ასე რომ მაგაზე ნუ ინერვიულებთ”, – განაცხადა გია ვოსლკი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად