ვოკლერი: ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება საზოგადოებრივი როლით პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელად, გონივრულია

„მესმის იმ ჩივილების, როდესაც ბიძინა ივანიშვილი წასულია პოლიტიკიდან, თუმცა მაინც ინარჩუნებს გავლენას. ის დაბრუნდა საზოგადოებრივი როლით პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელად, ეს შესაბამისი და გონივრული გადაწყვეტილებაა” – განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“.

მისი თქმით, „მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ ინსტიტუტები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიისათვის არის საჭირო. საპრეზიდენტო არჩევნებში კი ვოლკერის მთავარი რეკომენდაციაა მოსახლეობამ იაქტიუროს და ხმა თავის რჩეულს მისცეს.

რაც შეეხება რუსეთს, ვოლკერის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც საქართველოს შეუძლია, ეს ქვეყნის გაძლიერებაა – კანონის უზენაესობით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, ძლიერი ეკონომიკის განვითარებით, ინსტიტუტების გაძლიერებით. 

„ეს საქართველოს პასუხი იქნება. რუსეთი აგრესიულია და ძლიერია, მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, მაგრამ მისი შეკავება შესაძლებელი იქნება სწორედ ამ მიმართულებების გაძლიერებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგა იმ ადამიანებთან კონტაქტის აღდგენის კუთხით, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამ ხალხმა უნდა იგრძნოს ზრუნვა და დახმარება. ერთადერთი დაბრკოლება რუსული ძალის არსებობაა” – განაცხადა ვოლკერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად