ვოკერი: რუსეთის მიერ საქართველოს განგრძობადი ბორდერიზაცია მეტ საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტვუაში მაკკეინის “საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის” დირექტორის კურტ ვოკერის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში უკანონო ბორდერიზაციას და კურტ ვოკერმა აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესები უფრო მეტ საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს.

„პირველ რიგში, ეს საშინელი ტრაგედიაა ხალხისთვის, ვინც იქ ცხოვრობს. ეს არის, რაც ჩემი აზრით ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ხალხი საკუთარ სოფლებში, საკუთარ სახლებში, სადაც ოჯახური საფლავები აქვთ, ვერ უბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას. რუსეთის მიერ სასაზღვრო ბოძებისა და ღობეების აღმართვამ მოწყვიტა ისინი საკუთარ სახლებს, საკუთარ ოჯახურ საფლავებს.

ადამიანები უბრალოდ უვლიან საკუთარ ფერმებს და ეს არის საშინელება, ძალიან ცუდი. მეორე – ეს არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სულისკვეთების და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რისთვისაც ჟენევის მოლაპარაკებები შეიქმნა.

ვფიქრობ, ტრაგედიაა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა დაივიწყა ამის შესახებ და ეს საკითხი აღარ არის მთავარი თემების ჰედლაინებში”. – აცხადებს კურტ ვოკერი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...