VLAP მისიის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ბატონი ლევან მურუსიძე, მოსამართლეები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები – მოსამართლეთა ეთიკის კოდექსის შემუშავება, უკანასკნელ პერიოდში, კორუფციულ საქმეებზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენთა რაოდენობა და შეფარდებული სასჯელთა სახეები და სხვა მნიშვნელოვანი თემები.
 
სტუმრები, ასევე დაინტერესდნენ რა კრიტერიუმები და გარანტიები არსებობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობებზე  დანიშვნის, მათი მიუკერძოებლი და დამოუკიდებელი საქმიანობის შესახებ.
 
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ქართველმა და უცხოელმა სტუმრებმა მათთვის აქტუალურ და საინტერესო კითხვაზე ამომწურავი პასუხები მოისმინეს.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...