ვლადისლავ კრიკლი: საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას 1-ელი ივლისიდან ვგეგმავთ

უკრაინა საქართველოსთან ავიამიმოსვლას 1-ლი ივლისიდან განაახლებს, – ამის შესახებ უკრაინის ინფარასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

უკრაინის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, უკრაინამ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან საერთაშორისო ფრენების აღდგენის შესახებ მოლაპრაკებები დაიწყო.

„1-ლი ივლისიდან ვგეგმავთ პირველი ფრენების დაწყებას საქართველო-უკრაინას შორის“, – წერს ვლადისლავ კრიკლი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად