ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება

უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება.

გადაწყვეტილება უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო და მას მხარი 315-მა დეპუტატმა დაუჭირა.

თავად ზელენსკის სურს, რომ მისი ინაუგურაცია 19 მაისს შედგეს, ვინაიდან პარლამენტის დათხოვნას შეძლებს არჩევნებამდე 6 თვით ადრე. არჩევნები კი ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. რადას დეპუტატები კი ინაუგურაციის თარიღად 1 ივნისს ასახელებენ, რაც მათ მანდატის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.

30 აპრილს, უკრაინის ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ოფიციალური შედეგები გამოაცხადა. ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 73,2% მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ – 24.45%.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...