ვლადიმირ ზელენსკის გადადგომის მოთხოვნით პეტიციას ხელს 5 ათასზე მეტი ადამიანი აწერს

ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის გადადგომის მოთხოვნით პეტიცია გამოქვეყნდა.

ერთ დღე-რამეში პეტიციას ხელი 5 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა.
იმისთვის, რომ საკითხი ოფიციალურად განიხილონ, მან 90 დღის განმავლობაში მინიმუმ 25 ათასი ადამიანის ხელმოწერა უნდა დააგროვოს.

“სიტუაცია მიუღებელია, რადგან” ხალხის მსახურს ” საკუთარი ხალხის წინაშე ვალდებულებები არ გააჩნია”, – ნათქვამია პეტიციის განცხადებაში.

კიევში, 20 მაისს უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია გაიმართა. ცერემონია პარლამენტის შენობაში ჩატარდა. ინაუგურაციამდე ვლადიმირ ზელენსკი მოქალაქეებსა და პრესის წარმომადგენლებს შეხვდა. უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ტრადიციის მიხედვით, ფიცი ქვეყნის კონსტიტუციაზე დადო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...