ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის რადაში თავისი პირველი კანონპროექტი წარადგინა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტის თანამდებობაზე თავისი პირველი კანონპროექტი წარადგინა. ინფორმაციას ტელეარხი “112 უკრაინა” ავრცელებს.

იგი “საჯარო შესყიდვების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანას ითხოვს.

ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დოკუმენტი უკრაინის უმაღლესმა რადამ სასწრაფოდ უნდა განიხილოს, თუმცა ჯერჯერობით დოკუმენტის ტექსტი უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზე ხელმისაწვდომი არ არის.

ცნობისთვის, 20 მაისს კიევში უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია გაიმართა. ცერემონია პარლამენტის შენობაში ჩატარდა.

ინაუგურაციამდე ვლადიმირ ზელენსკი მოქალაქეებსა და პრესის წარმომადგენლებს შეხვდა. უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ტრადიციის მიხედვით, ფიცი ქვეყნის კონსტიტუციაზე დადო. ინაუგურაციის ცერემონიას მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...