ვლადიმირ ზელენსკიმ იური ლუცენკოს გათავისუფლების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გენერალურ პროკურორის იური ლუცენკოს გათავისუფლების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა, რომელიც უკრაინის უმაღლეს რადას გადაეგზავნა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ რუსლან რიაბოშაპკამ განაცხადა. ინფორმაციას ტელეარხი “112 უკრაინა” ავრცელებს.

“გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს გათავისუფლების შესახებ დოკუმენტს ხელი მოეწერა”, – განაცხადა მან.
აღნიშნული დოკუმენტი პარლამენტს გადაეგზავნება და მას დეპუტატები განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...