ვლადიმირ ზელენსკი: უკრაინის პოლიტიკურ კურსზე გავლენის მოხდენას არ დავუშვებ

უკრაინა რაიმე გარე გავლენის ქვეშ კონსტიტუციის შეცვლას არ აპირებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

”ხაზგასმით აღვნიშნავ იმ პრინციპებს, რომლებსაც არასოდეს დავარღვევ, როგორც უკრაინის პრეზიდენტი. კერძოდ, ვსაუბრობთ იმ პრინციპებზე, რომელსაც ყოველთვის დაიცავს უკრაინელი ხალხი: უკრაინა ერთიანი, ინტეგრირებული ქვეყანაა, ჩვენ არ ვსაუბრობთ უკრაინის კონსტიტუციის შეცვლაზე.

ასევე არ დავუშვებთ, რომ უკრაინის პოლიტიკურ კურსზე, რომელსაც უკრაინელი ხალხი ირჩევს, ვინმემ გარკვეული გავლენა იქონიოს”,-განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ ” ნორმანდიული ფორმატით” გამართული სამიტის დასასრულს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად