ვლადიმირ ზელენსკი: უკრაინა მზადაა, რუსეთს დაკავებული პატიმრები გაუცვალოს

კიევი მზადაა, დაკავებული პატიმრების სააგენტო „РИА Новости Украина“-ს ხელმძღვანელის კირილ ვიშინსკისა და რეჟისორ ოლეგ სენცოვის გაცვლა დაიწყოს. ეს პირველი ნაბიჯი იქნება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო UNN-ი ავრცელებს.

„ჩვენი მეზღვაურების გაცვლის შესახებ არ ვსაუბრობთ, ისინი უკან უნდა დაბრუნდნენ. გვსურს, ეს რაც შეიძლება მალე მოხდეს, ჩვენ მზად ვართ ვიშინსკის გაცვლისთვის <…> მაგალითად სენცოვისთვის. ჩვენ მზად ვართ სენცოვის გაცვლისთვის, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ის სავაჭრო მონეტა არ არის”, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

მისივე თქმით, კიევს სურს რუსეთში დაკავებული ყველა სამხედრო მოსამსახურე და პატიმარი სამშობლოში დაბრუნდეს.
კრემლში ადრე აღიარეს, რომ ვიშინსკის გათავისუფლება მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობების დარეგულირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ ასეთ ნაბიჯს რუსული მხარე მიესალმება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...