ვლადიმირ ზელენსკი სამუშაო ვიზიტით დონბასში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი დონბასში ჩავიდა და უკრაინელი სამხედროების პოზიციების მონახულებას აპირებს. ამის შესახებ ხუთშაბათს სახელმწიფოს მეთაურის აპარატმა განაცხადა.

“უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ სამუშაო ვიზიტი დაიწყო დონბასში. ქვეყნის მეთაური ეწვევა მოწინავე პოზიციებს, სადაც ბოლო დროს სისტემატურად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და სადაც მოწინააღმდეგის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ და დაიჭრბენ უკრაინელი დამცველები”, – ნათქვამია წერილში.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატმა დაამატა, რომ ზელენსკი ასევე გეგმავს შეხვედრას უკრაინის სამხედრო მოსამსახურეებთან.

მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოდან დონბასში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, მიუხედავად შეთანხმებისა დამატებითი ზომების შესახებ ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად, რომელიც 2020 წლის 22 ივლისს გაფორმდა. ცეცხლის ინტენსიური გაცვლა განახლდა კონტაქტის ხაზზე. ორივე მხრიდან არიან დაიღუპულები და დაიჭრილები, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...