ვლადიმირ ზელენსკი რუსეთს ვითარების ესკალაციაში ადანაშაულებს

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის სურს, რომ “ნორმანდიული ფორმატით” დაგეგმილ შეხვედრაზე დონბასში ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივები და მხარეთა მიერ აღებული ვალდებულებები განიხილოს.

”მეორე შეკითხვა არის ყალბი ცეცხლის შეწყვეტა, ყალბი ზავი. მოგეხსენებათ, ის დროებითი იყო და მხოლოდ ორი-სამი დღე გაგრძელდა, შემდეგ კი სროლა დაიწყეს. ჩვენ ადამიანებს ვკარგავთ. რეალურად, ცეცხლი არ შეწყვეტილა”, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით მინსკის ფორმატში და სხვა შეხვედრებზე არავის უსაუბრია იმაზე, რა მოხდებოდა, თუ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან. ”ამაზე საუბარი და შედეგის მიღებაც მსურს”, – აღნიშნა მან.

უკრაინის პრეზიდენტი “ნორმანდიული ფორმატით” ასევე ადგილობრივი არჩევნების ჩატარების საკითხის განიხილვასაც გეგმავს, არა როგორც დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არამედ უკრაინულ მიწაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად