ვლადიმირ ზელენსკი: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან დიალოგი დავიწყეთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ჟურნალ The Times of Israel- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან დიალოგის დაწყება სცადა.

”დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან დიალოგი დავიწყეთ”, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერებმა მოახერხეს “დიალოგის ფორმატის შექმნა, რამაც მგრძნობიარე გადაწყვეტილება იყო”.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტელეფონით არაერთხელ ესაუბრა პუტინს, მაგრამ პირველად ისინი ერთმანეთს 9 დეკემბერს, პარიზში გამართულ “ნორმანდიული ფორმატის” სამიტზე შეხვდნენ.

”ჩვენ დავაბრუნეთ პატიმრები, გემები. “ნორმანდიულ ფორმატში” მოლაპარაკებებში სამწლიანი შეფერხების შემდეგ, (უკრაინა, რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი -“აიპრესი”), ჩვენ შეთანხმება შევძელით. ამის შემდეგ მოხდა პატიმართა მეორე, ყველაზე დიდი ნაწილის გაცვლა”, -განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ  აღნიშნა, იმედია პუტინს ესმის, რომ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო და “უდიდესი ქვეყანაა ევროპაში”.

”ვფიქრობ, მას ესმის ჩემი დამოკიდებულება: უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა. ჩვენ ევროპაში უდიდესი ქვეყანა ვართ”,-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მან არ იცის, რას ფიქრობს აღნიშნულ საკითხზე მისი რუსი კოლეგა.

კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ დღეს დონბასში სრული მშვიდობა იყოს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ იგი არასოდეს ისწარფვოდა უკრაინის პრეზიდენტობისთვის და არც ასეთი მიზანი ჰქონდა.

”მსურს, რაც შეიძლება სწრაფად შევრიგდეთ. ძალიან რთული საკითხებია. პროგრესს ვხედავ, რადგან სროლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ პრობლემა მაინც არსებობს”,- აღნიშნა მან.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად