ვლადიმირ ზელენსკი: ომში გამარჯვებული არ არსებობს

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახალი მსოფლიო ომი შესაძლებელია, მაგრამ ეს “ბოლო ომი” იქნება.

უკრაინის ლიდერმა გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი და წიგნთან დაკავშირებით მისი იდეები გაიხსენა, თუ როგორ ანგრევს ომი თაობებს.

”ომში გამარჯვებული არ არსებობს”, -განაცხადა ზელენსკიმ და ერნესტ ჰემინგუეის რომანიდან ”მშვიდობით იარაღო” ციტატა წაიკითხა.

სიტყვით გამოსვლის დასაწყისში ზელენსკიმ რუსეთი აგრესიაში დაადანაშაულა. მან აღნიშნა, რომ “თანამედროვე მსოფლიოში სხვა ადამიანების ომი არ არსებობს”.

“ვერავინ იგრძნობთ თავს უსაფრთხოდ, როდესაც რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებს, როდესაც ევროპაში ომია. ფატალური იქნება ფიქრი იმაზე, რომ ეს თქვენ არ შეგეხებათ. არ შეიძლება, გლობალურზე იფიქრო და  დეტალებზე თვალები დახუჭო. სწორედ ასე იქმნებოდა საფუძველი ორი მსოფლიო ომისთვის. უყურადღებობის, დუმილის, უმოქმედობის ან საკუთარი ამბიციების უკან, არწაგების ფასი მილიონობით ადამიანი სიცოცხლე იყო“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად