ვლადიმირ ზელენსკი: Nord Stream-2 მიუღებელია და საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პოლონეთში ვიზიტის დროს, პოლონელ კოლეგა ანდჟეი დუდასთან გაზსადენ Nord Stream-2-ის მშენებლობის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ზელენსკიმ დუდასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”აქ პოლონეთთან ერთი ხმით ვსაუბრობთ: Nord Stream-2 მიუღებელია და საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას”, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრესკონფერენციას პირდაპირი ეთერით ტელეარხი „112 უკრაინა“ გადასცემდა.
ზელენსკიმ დასძინა, რომ მისი ქვეყანა ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციას ემხრობა, ისევე როგორც ენერგეტიკულ თანამშრომლობას პოლონეთ-აშშ-უკრაინის სამკუთხედში.

უკრაინა Nord Stream-2-ს მუდმივად ეწინაააღმდეგება, რომელიც რუსეთიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით გაზსადენის მშენებლობას ითვალისწინებს.
ზელენსკიმ ადრე თქვა, რომ ევროპის ქვეყნებში კიევის პოზიციას უგულებელყოფენ: ”არავინ გვეკითხება. ანგელა მერკელი [გერმანიის კანცლერი], ემანუელ მაკრონი [საფრანგეთის პრეზიდენტი], ვფიქრობ, გავლენას არ მოახდენენ მილსადენის მშენებლობის გაგრძელებაზე, რადგან მათ ძალიან ძლიერი გავლენა აქვთ ადგილობრივ ბიზნესზე”.

2019 წლის ბოლოსთვის პოლონური კომპანია PGNiG უკრაინას აპირებს მიაწოდოს ბუნებრივი აირი, რომელიც აშშ-სგან მიღებული თხევადი გაზისგან მიიღო. კომპანია „უკრაინის ენერგეტიკული რესურსების“ პრეზიდენტის განცხადებით, ბუნებრივი აირის მიწოდება იქნება ნამდვილი გარღვევა „აშშ-დან უკრაინაში გაზის მიწოდების ტრანსატლანტიკური დერეფნის“ შექმნის საკითხში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...