ვლადიმირ ზელენსკი მეუღლესთან ერთად საფრანგეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და მისი მეუღლე ელენა საფრანგეთში ჩავიდნენ. როგორც Украинские новости იტყობინება, ამის შესახებ უკრაინაში საფრანგეთის ელჩმა იზაბელ დიუმონმა განაცხადა.

მან ზელენსკისა და მისი მეუღლის ფოტო გაავრცელა.

საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვლადიმირ ზელენსკი შეხვედრებს საფრანგეთის პრეზიდენტთან, პარლამენტისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართავს.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ ზელენსკი საფრანგეთში ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიწვია.

გარდა ამისა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენკი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. თუმცა, ჯერჯერობით აშშ-ში ვიზიტი არ იგეგმება.
ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობაზე პირველი ოფიციალური ვიზიტით 5 ივნისს, ბრიუსელს ეწვია, სადაც ის ევროკავშირისა და ნატო-ს მაღალჩინოსნებს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად