ვლადიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ანგელა მერკელი უკრაინას მხარს დაუჭერს

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, მას გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის მხარდაჭერის იმედი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild ავრცელებს.

უკრაინის პირველი პირის თქმით, ანგელა მერკელს დიდი გამოცდილება აქვს და “ძლიერი პიროვნებაა”.

როგორც ვლადიმირ ზელენსკიმ დასძინა, უკრაინელები იმედოვნებენ, რომ ანგელა მერკელი ქვეყანას არსებული გამოწვევების დასაძლევად მხარს დაუჭერს.

ვლადიმერ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა დასავლეთის მხარდაჭერით სტრუქტურული რეფორმების განხორციელების პროცესშია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად